„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება. მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. გავიგე მას შემდეგ, რაც უკვე დაინიცირდა, გაკეთდა კონკრეტული განცხადებები. იმიტომ არ ვიცოდი, რომ ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს“ | თქვა კობახიძემ
საქართველოში კაზინოებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლება მიეცათ - პარლამენტმა კანონი დაჩქარებული წესით დაამტკიცა. თუ ტურნირის მონაწილეთა 80% ან მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება და საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარს აღემატება - სამორინეს საგადასახადო შეღავათებიც დაუწესდება. ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. იდეას ომბუდსმენის აპარატი ეწინააღმდეგება. კითხვები აქვს საპატრიარქოსაც.