ჩვენ შესახებ

"მთავარი" - ყოველდღიურ ვიზიტორთა და მიმდევართა რაოდენობით ლიდერი საინფორმაციო ონლაინ-პლატფორმა საქართველოში, რომელიც აერთიანებს მილიონობით ქართულენოვან მომხმარებელს ვებგვერდის, ფეისბუკის, ინსტაგრამისა და ტიკ-ტოკის საშუალებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მაქსიმალური ინფორმირება უმოკლეს დროში - თანამედროვე ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, "მთავარის" მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს დღის სიახლეები ისე, რომ დაიზოგოს ადამიანთა რესურსები, ამიტომ კონტენტის უწყვეტი ნაკადი შედგება მხოლოდ აუცილებელი სიახლეებისგან, საინფორმაციო გამოშვებების ქრონომეტრაჟი კი, დაახლოებით, ერთი წუთის ფარგლებშია. მაყურებელს არასდროს უწევს ეკრანთან საათობით ჯდომა - ძირითად ამბებს აქ ერთ წუთში იგებენ.

"მთავარის" დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება პრინციპს: მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა ხდება მათ ირგვლივ და რას აცხადებენ პოლიტიკისა თუ სხვა სფეროების წამყვანი აქტორები. არ ხდება მათი გადარჩევა შეხედულებებისა და რომელიმე გუნდისადმი მიკუთვნებულობის პრინციპით. საზოგადოება უნდა იცნობდეს ყველას და უნდა იცოდეს ყველაფერი, რათა თავად შეძლოს მიმდინარე მოვლენების ადეკვატური შეფასება.

მრავალწლიანი მედია-გამოცდილება სატელევიზიო და ონლაინ-სფეროში "მთავარის" გუნდს საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მოსახლეობის ეფექტიანი ინფორმირებულობა სწრაფად, მოკლედ და საქმიანად. მთავარია, იცოდეთ მთავარი!