იტალიაში დააკავეს 19 წლის ქართველი გოგო, რომელიც სუპერმარკეტიდან 1 200 ევროს კოსმეტიკის მოპარვას ცდილობდა
იტალიაში დააკავეს 19 წლის ქართველი გოგო, რომელიც სუპერმარკეტიდან 1 200 ევროს კოსმეტიკის მოპარვას ცდილობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სავაჭრო ცენტრ Città Fiera-ში გუშინ მოხდა. ახალგაზრდა კაცი დაცვის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, კარაბინერებმა კი დააკავეს.
მედია წერს, რომ ახალგაზრდა კაცს მაშინ წაასწრეს, როდესაც მაღაზიიდან სპეციალური, დაფარული ჩანთით გამოდიოდა, რომელშიც ცნობილი ბრენდების სხვადასხვა კრემი იდო. პოლიციამ პროდუქცია სუპერმარკეტს დაუბრუნა, დამნაშავეს კი ჩანთა ჩამოართვა. 19 წლის ქართველი ბიჭი უდინეს პროვინციული სარდლობის უსაფრთხოების საკანში გადაიყვანეს, სადაც ის სასამართლო პროცესის მოლოდინშია.