უცხოეთი

უკრაინის გენშტაბი ნიჟნი ნოვგოროდისა და ლენინგრადის ოლქებში LUKOIL-ისა და NOVATEK-ის ქარხნების სრულ პარალიზებას ადასტურებს

4 სექტემბერი, 2026 - 16:50

რუსეთის ფედერაციაში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის ორი მსხვილი საწარმოს მუშაობა შეჩერებულია | უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, დადასტურდა LUKOIL-Nizhegorodnefteorgsintez-ის [ქალაქი კსტოვო, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი] საწარმოს მუშაობის სრული შეჩერება 2026 წლის 26 აგვისტოს განხორციელებული იერიშის შედეგად. ასევე - НОВАТЭК-Усть-Луга-ს [დაბა სლობოდკა, ლენინგრადის ოლქი] კომპლექსის გაჩერება 2026 წლის 1 სექტემბერს მიყენებული დარტყმების შედეგად.

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ NOVATEK-ის ქარხანაში მწყობრიდან გამოვიდა და დაზიანდა: ნავთობის გამანაწილებელ სატუმბ სადგურსა და რეზერვუარებს შორის არსებული მილსადენები, პირველადი გაზის კონდენსატის გადამამუშავებელი დანადგარი, ასევე დაფიქსირდა მილსადენის წვა სარეზერვუარო ჯგუფში, სადაც ნავთობპროდუქტები 250 კვ. მეტრ ფართობზე დაიღვარა.

"ორივე ეს საწარმო აქტიურად იყო ჩართული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჭიროებების უზრუნველყოფაში. მოწინააღმდეგის საკვანძო ობიექტებზე მუშაობა გრძელდება. გაგრძელება იქნება." | აცხადებს უკრაინის გენშტაბი.