უცხოეთი

აშშ-მა კრიპტოვალუტის ბირჟას MEXC Global-ს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ოპერაციების გამო ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომა შეუზღუდა

7 ნოემბერი, 2026 - 11:55
აშშ-მა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას MEXC Global-ს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ოპერაციების გამო ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომა შეუზღუდა | გადაწყვეტილება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მიიღო:
 
 „ეს მოიცავს თითქმის 1.5 მილიარდ დოლარს იმ ტრანზაქციებში, რომლებიც დაკავშირებულია რუსული სანქციების გვერდის ავლასთან, მათ შორის 232 მილიონ დოლარს პირდაპირ ტრანზაქციებში იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდ ბრიტანეთის სანქციების ქვეშ“