აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციისთვის 20 მილიონიან ჯილდოს აწესებს
აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციისთვის 20 მილიონიან ჯილდოს აწესებს | ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა Rewards for Justice „გასცემს ჯილდოს 20 მილიონ დოლარამდე და უზრუნველყოფს შესაძლო გადაყვანას ირანის ბირთვულ პროგრამაზე, მათ შორის ობიექტებზე, აღჭურვილობასა და დაკავშირებულ პერსონალზე ინფორმაციის მოწოდებისთვის“
გამოცემა წერს, რომ პროგრამა 1984 წელს შეიქმნა სახელმწიფო დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების ჯილდოების ფარგლებში, რათა ფულადი ჯილდო გადაეცეს მათ, ვინც ამერიკელთა სიცოცხლისა და ინტერესების დასაცავად ღირებულ ცნობებს მიაწვდის. განცხადებაში არ არის მითითებული კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რა სახის ზუსტი ინფორმაცია გახდება 20 მილიონიანი ჯილდოს გაცემის საფუძველი