უცხოეთი

პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა იყო - დაიღუპა 5, დაშავდა 10 ადამიანი

7 ნოემბერი, 2026 - 19:40
პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა იყო - დაიღუპა 5, დაშავდა 10 ადამიანი | ინფორმაციას Wirtualna Polska ავრცელებს და წერს, რომ პირველადი ცნობებით, თავდამსხმელმა სროლა ავტომობილიდან დაიწყო.
 
კრაკოვის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია სროლაში ეჭვმიტანილი. მათივე ცნობით, დაშავებულია სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი. პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა X-ზე დაწერა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მას სროლის შესახებ ანგარიში უკვე წარუდგინა.