უცხოეთი

საავადმყოფოში გარდაიცვალა თავდამსხმელი, რომელმაც კრაკოვში სროლისას 6 ადამიანი მოკლა

9 ნოემბერი, 2026 - 10:50

24 წლის მიჰალ ოკშინსკი, რომელმაც კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე ცეცხლი გახსნა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, სამი ოპერაციის მიუხედავად, პოლიციასთან ორმხრივი სროლისას დაჭრილი თავდამსხმელის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 დაშავდა (მათ შორის პოლიციელები და უცხოელები). ამ დროისთვის 14 დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო თავდამსხმელის დაკავებაში მონაწილე ერთი პოლიციელი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.

სამართალდამცველების ცნობით, მოედანზე სროლამდე 24 წლის კაცმა საკუთარ სახლში ოჯახის 3 წევრი: დედა, მამა და და დახოცა. გამოძიება ტერორისტული დანაშაულის მუხლით მიმდინარეობს.