უცხოეთი ციტატა

რუსული დრონი უსაფრთხოების სამსახურის შენობას შეეჯახა, ალექსანდრ პოკლადს დავავალე, როდესაც ყველაფერი მზად იქნება, რუსეთს შესაბამისად უპასუხონ

4 სექტემბერი, 2026 - 18:59 · ზელენსკი

რუსული დრონი უსაფრთხოების სამსახურის შენობას შეეჯახა, ალექსანდრ პოკლადს დავავალე, როდესაც ყველაფერი მზად იქნება, რუსეთს შესაბამისად უპასუხონ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. 

"ვესაუბრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ოლექსანდრ პოკლადს. სამწუხაროდ, რუსული დრონი მოხვდა СБУ-ს ცენტრალურ შენობას კიევში, ვოლოდიმირსკაიას ქუჩაზე, სოფიას ტაძრის მოპირდაპირედ. ყველა საგანგებო სამსახური შემთხვევის ადგილზეა. ყველა დაშავებულს გაეწევა აუცილებელი დახმარება. დრონი მიმართული იყო პირდაპირ ამ შენობაში СБУ-ს ხელმძღვანელის კაბინეტისკენ. პოკლადს მივეცი დავალება, ადეკვატური, საგრძნობი და, შეძლებისდაგვარად, სარკისებური პასუხი გასცეს რუსებს ამ დარტყმაზე, როდესაც ყველაფერი მზად იქნება. ჩვენი სამხედროები მხარს დაუჭერენ ამ პასუხს. დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი.