მოსკოვში უკრაინის ყოფილი პრემიერის, ნიკოლაი აზაროვის პრესმდივნის მანქანა აფეთქდა - სერგეი ზავოროტნი კლინიკაშია გადაყვანილი
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის, ნიკოლაი აზაროვის პრესმდივნი, სერგეი ზავოროტნი დაშავდა | ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ 13 ნოემბერს მოსკოვის სამხრეთ ნაწილში, ჩერტანოვო სევერნოეს რაიონში, კიროვოგრადსკაიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, შემთხვევის ადგილზე კი საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარს გამოეხმაურა თავად ნიკოლაი აზაროვიც. სააგენტო TACC-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ დეტალებს არკვევს, თუმცა იცის, რომ ზავოროტნი ცოცხალია და, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.