უცხოეთი ციტატა

რუსეთის თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე არის სერიოზული ესკალაცია, რომელიც გადამჭრელ საპასუხო რეაგირებას მოითხოვს

4 სექტემბერი, 2026 - 22:44 · სიბიჰა

რუსეთის თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე არის სერიოზული ესკალაცია, რომელიც გადამჭრელ საპასუხო რეაგირებას მოითხოვს - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელში.

"რუსეთის თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე არის სერიოზული ესკალაცია, რომელიც გადამჭრელ საპასუხო რეაგირებას მოითხოვს. მოსკოვმა ეს დარტყმა მშვიდობისკენ მიმართული განახლებული ძალისხმევის ფონზე განახორციელა - რამაც ნათლად გამოაჩინა დიპლომატიაზე მისი ნამდვილი უარი. იქვე მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - წმინდა სოფიას ტაძარი - ასევე საფრთხის ქვეშ დადგა. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, ცალსახად დაგმონ ეს ქმედებები და გააძლიერონ ზეწოლა პუტინის რეჟიმზე. ასევე მოვუწოდებთ იუნესკოს, იმოქმედოს გადამჭრელად და გააძლიეროს ძალისხმევა უკრაინაში საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის დასაცავად" - წერს ანდრიი სიბიჰა.

დღეს რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დრონებით დაბომბა. მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:30-ზე მოხდა.