უცხოეთი

ნეპალში წყალდიდობიდან მე-10 დღეს ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

5 სექტემბერი, 2026 - 15:40
ნეპალში წყალდიდობიდან მე-10 დღეს ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაციასა და ამის ამსახველ ფოტოს Reuters ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გადარჩენილი კაცი ჩინეთის მოქალაქეა და ის ნეპალის არმიამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ბოლო მონაცემებით, ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულია 1 300-ზე მეტი და დაკარგულია 5 000-ზე მეტი ადამიანი