დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება პუტინსაც წარედგინა თუმცა, რეაქცია არ ყოფილა | ბუდანოვი
უკრაინამ რუსეთს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება გაუგზავნა, რომელიც პუტინსაც წარედგინა თუმცა, რუსეთის მხრიდან რეაქცია არ ყოფილა | ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
ბუდანოვის განმარტებით, უკრაინის ინიციატივა ითვალისწინებდა არა მხოლოდ საჰაერო დარტყმების, არამედ ფრონტის ხაზზე სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასაც.
ბუდანოვის განცხადებითვე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში ხვალ, 6 სექტემბერს ჩავლენ.
კუშნერი და უიტკოფი დღეს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც პუტინს შეხვდებიან. ამერიკული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ დროებით საჰაერო დარტყმების შეწყვეტის ბრძანება მიიღო, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განმარტეს, რომ „ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, ვინაიდან მტერი არ წყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ცალმხრივი ვერ იქნება."