უცხოეთი

NYT: პენტაგონში საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის გამო უპრეცედენტო გამოძიება დაიწყო და 50-მდე მაღალჩინოსანი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს

5 სექტემბერი, 2026 - 15:52
პენტაგონში საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის გამო უპრეცედენტო გამოძიება დაიწყო - 50-მდე მაღალჩინოსანი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს | ინფორმაციას The New York Times ავრცელებს და წერს, რომ აგვისტოში აშშ-ის გაერთიანებული შტაბის 50-მდე ოფიცერი და სამოქალაქო თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმეს. საგამოძიებო უწყებები არკვევდნენ, გაუმჟღავნეს თუ არა პრესას რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაცია და მიაწოდეს თუ არა მონაცემები აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შესახებ.
 
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიაში აქტიურად შუქდებოდა ინფორმაცია აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების არსენალის შემცირებაზე. გამოძიების ამ ფორმას ექსპერტები უპრეცედენტოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამერიკული არმიის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე პოლიგრაფი ასეთი მასობრივი რაოდენობით არასდროს გამოუყენებიათ.
 
The New York Times-ის ინფორმაციაზე პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შონ პარნელმა განაცხადა, რომ უწყება „არ აკეთებს კომენტარს შიდა საკადრო ან საგამოძიებო საკითხებზე, თუმცა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერ გაჟონვას უკიდურესად სერიოზულად ეკიდება და შესაბამის გამოძიებებს ატარებს“.
 
„საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელ მსოფლიოში დისლოცირებული ჩვენი ჯარების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, | თქვა პარნელმა The New York Times-ის თანახმად.