უცხოეთი

პესკოვი: პუტინმა გასცა ბრძანება, 6 სექტემბრის 00:00 საათიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში არ განხორციელდეს დარტყმები კიევზე

5 სექტემბერი, 2026 - 16:36
"ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, 6 სექტემბრის 00:00 საათიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში არ განხორციელდეს დარტყმები კიევზე ამერიკული დელეგაციის ჩასვლის გამო" - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს
 
ხვალ, 6 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ეწვევიან. დღეს კი ისინი მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც პუტინთან შეხვედრა აქვთ დაგეგმილი.
 
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა შეაჩერებდა დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული დელეგაციის ვიზიტის განმავლობაში და ანალოგიურ გადაწყვეტილებას ელოდა კრემლისგან, თუმცა მოსკოვს ოფიციალურად ამ წინადადებაზე არ უპასუხია.
 
5 სექტემბრის ღამეს რუსული არმია აგრძელებდა უკრაინის რეგიონების დაბომბვას. დაიბომბა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებიც. უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ „ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, ვინაიდან მტერი არ წყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ცალმხრივი ვერ იქნება."