უცხოეთი ციტატა

დღეს, კვირას და ორშაბათს უკრაინა მზად არის თავი შეიკავოს მოსკოვზე დარტყმისგან

5 სექტემბერი, 2026 - 19:54 · ზელენსკი

"ახლახან ვისაუბრე ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან. მათ დღესვე დაიწყეს მუშაობა რუსულ მხარესთან. ჩვენი ამ საუბრის მომენტიდან მზად ვართ, დავიცვათ საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეჟიმი იმ ქალაქებთან მიმართებით, რომლებიც ჩართულნი არიან მოლაპარაკებების პროცესში. ამიერიდან, შაბათს, კვირას და ორშაბათს, უკრაინა მზად არის, თავი შეიკავოს მოსკოვზე დარტყმებისგან და ველოდებით, რომ რუსებიც იგივეს გააკეთებენ კიევთან მიმართებით." - აცხადებს ზელენსკი.

ცოტა ხნის წინ კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, პუტინმა კიევზე საჰაერო დარტყმების 3 დღით შეწყვეტის ბრძანება გასცა.