უცხოეთი

უკრაინამ რუსეთში, რიაზანის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

6 სექტემბერი, 2026 - 09:45

უკრაინამ რუსეთში, რიაზანის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა - ინფორმაცია და ვიდეოკადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათივე ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა Ozon-ის საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე. რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.