საბერძნეთში ავიაშოუზე F-4 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა
საბერძნეთში ავიაშოუზე F-4 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა | ინფორმაციას Sky News ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ტანაგრას ავიაბაზაზე მოხდა. მათივე ცნობით, ბერძნული ორადგილიანი გამანადგურებელი F-4 Phantom-ი აეროპორტის ტერიტორიიდან დაახლოებით 2 კილომეტრში ჩამოვარდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მიწიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე მარჯვნივ მოხვევის მანევრის შესრულებისას, თვითმფრინავი ჩამოვარდა და აფეთქდა. გამოცემა წერს, რომ ცეცხლის ლოკალიზების მიზნით ოპერაციაში 11 სახანძრო თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩაერთო.