უცხოეთი ციტატა

შეერთებულ შტატებს არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ ისე, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა

6 სექტემბერი, 2026 - 13:37 · ირანის არმიის შტაბის უფროსი

შეერთებულ შტატებს არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ ისე, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა | აცხადებს ირანის არმიის შტაბის უფროსი ჰაბიბოლა საიარი. მის კომენტარს გამოცემა Iran International-ი ავრცელებს.

"ისინი რომ მართლაც ქმედითუნარიანნი ყოფილიყვნენ და განზრახული ჰქონოდათ ისევე მოქცევა, როგორც ვენესუელაში მოიქცნენ და გამარჯვება ეზეიმათ, ამას აქამდე უკვე ათასჯერ გააკეთებდნენ, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ირანელი ხალხის საბრძოლო შესაძლებლობებს, წინააღმდეგობის გაწევის უნარსა და ნებას ვერ გატეხენ" - თქვა ჰაბიბოლა საიარიმ.

მან პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები ირანზე ზეწოლის გაზრდის შესახებ ვაშინგტონის სისუსტის დასტურად შეაფასა და თქვა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ შეკავების ძალებს და აგვარებენ ბოლო კონფლიქტების დროს გამოვლენილ სისუსტეებს.