უცხოეთი ციტატა

მზად ვართ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან საუბრისთვის. ჩვენი წინადადებები მომზადებულია

6 სექტემბერი, 2026 - 14:15 · ზელენსკი

მზად ვართ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან საუბრისთვის. ჩვენი წინადადებები მომზადებულია | წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს, უმაღლესი რადას სპირეს დავით არახამიას, თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი კისლიცას შეხვდა.

"ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, თათბირი მქონდა მომლაპარაკებენ გუნდთან. მზად ვართ საუბრისთვის. უკრაინა ყოველთვის არის და იქნება კონსტრუქციული. ჩვენ დაინტერესებული ვართ ომის დასრულების მოახლოებით. მშვიდობა საჭიროა. უსაფრთხოების გარანტიები საჭიროა. ომის შემდგომი მშვიდობის ღირსეული ხასიათია საჭირო. ჩვენი წინადადებები მომზადებულია. მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ კოორდინირებულად, შინაარსიანად და რეალისტურად. დიდება უკრაინას!" | წერს ზელენსაკი.