ტრამპის წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ
ტრამპის წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ | ისინი უკრაინაში მატარებლით ჩავიდნენ. ადგილზე მათ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი და დავით არახამია დახვდნენ.
გუშინ მოსკოვში ტრამპის წარმომადგენლები პუტინის შეხვდნენ. რუსული მედიის ცნობით, მხარეები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრას. ჯარედ კუშნერმა და სტივ ვიტკოფმა შეხვედრა განცხადებების გარეშე დატოვეს.