სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, კრონშტადტის საზღვაო ქარხანაში 20,000-ტონიან ყინულმჭრელ Адмирал Макаров-ზე ხანძარი გაჩნდა
სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, კრონშტადტის საზღვაო ქარხანაში სარემონტო სამუშაოების დროს 20,000-ტონიან ყინულმჭრელ Адмирал Макаров-ზე ხანძარი გაჩნდა | ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ცეცხლი 80 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მათივე ცნობით, ჩაქრობას დაახლოებით 2 საათი დასჭირდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გემის დაზიანების ზუსტი მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.
გამოცემა წერს, რომ 1975 წელს ფინეთში აგებული, 135-მეტრიანი ხომალდი 2025 წლის გაზაფხულიდან სრულ რემონტს გადის. ძრავებისა და კორპუსის სარემონტო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც ყინულმჭრელი ფინეთის ყურეში ზამთრის ნავიგაციაში ჩაერთვებოდა.