უკრაინამ მსოფლიოს ახალი რუკის პროექტს მხარი არ დაუჭირა, რადგან მასზე ანექსირებული ყირიმი უკრაინისგან განცალკავებულია
უკრაინამ მსოფლიოს ახალი რუკის პროექტს მხარი იმ მიზეზით არ დაუჭირა, რომ მასზე ანექსირებული ყირიმი უკრაინისგან განცალკევებულად იყო დატანილი. გამოცემა kyivindependent-ის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციამ გაეროში განაცხადა, რომ ახალი რუკის იდეის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ვერ დაეთანხმება ვერსიას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
გაეროს შემოთავაზებულ რუკაზე ყირიმი გამოსახულია სხვა ფერში, ნაცრისფრად და ხაზით არის გამოყოფილი უკრაინის ძირითადი ტერიტორიისგან, რაც უკრაინის დელეგაციამ გაეროში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევად შეაფასა.
მსოფლიოს ახალი რუკის პროექტი გაეროში ტოგოს მიერ იყო ინიცირებული. ცვლილება ძირითადად აფრიკის კონტინენტს ეხება, რომელიც ამჟამინდელ რუკებზე რეალურზე ბევრად პატარაა. რეზოლუციას 164-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. აშშ-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა 6-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ და უკრაინამ.