უცხოეთი

რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს დახურვის ბრძანება გასცა

7 სექტემბერი, 2026 - 18:31

რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს დახურვის ბრძანება გასცა

"გერმანული მხარის არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ - ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოსა და ბერლინში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის სახლის დახურვის ფონზე - 7 სექტემბერს რუსეთში გერმანიის საქმეთა დროებით რწმუნებულს შემდეგი საპასუხო ზომები გამოეცხადა: რუსულმა მხარემ გააუქმა გერმანიის გენერალური საკონსულოს ნებართვა, რომელმაც საქმიანობა არაუგვიანეს 2026 წლის 18 სექტემბრისა უნდა შეწყვიტოს, ხოლო მისი ყველა თანამშრომელი აღნიშნულ თარიღამდე უნდა გავიდეს რუსეთის ფედერაციიდან“ - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო