ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, განსაკუთრებით ახლა, რუსეთისგან. თუ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ვითარება ხვალვე არ გაუმჯობესდება, ის მხოლოდ გაუარესდება
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, განსაკუთრებით ახლა, რუსეთისგან. თუ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ვითარება ხვალვე არ გაუმჯობესდება, ის მხოლოდ გაუარესდება - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
"ერთი მილიმეტრითაც არ გადავუხვევ ჩემს ფუნდამენტურ რწმენას, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, განსაკუთრებით ახლა, რუსეთისგან. თუ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ვითარება ხვალვე არ გაუმჯობესდება, ის მხოლოდ გაუარესდება. რუსეთის ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს იმ ღირებულებათა სისტემის დესტაბილიზაციას, რომელიც საფუძვლად უდევს იმას, რასაც ოდესღაც დასავლეთს ვუწოდებდით - ღირებულებათა სისტემის, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება" - განაცხადა მერცმა.