ტრამპის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ პუტინი კვლავ არ არის მზად უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასასვლელად
ტრამპის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ პუტინი კვლავ არ არის მზად უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასასვლელად - ინფორმაციას kyivindependent ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ორივე დედაქალაქში სამშვიდობო წინადადებების გადამუშავებული ვერსიები ჩაიტანეს, თუმცა, მოსკოვს მნიშვნელოვანი დათმობებზე წასვლა არ სურს. წარმომადგენლებს „ნამდვილად სურთ“ ზამთრამდე ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით პროგრესს მიაღწიონ, განაცხადა ერთ-ერთმა უკრაინელმა.
"მაგრამ პუტინს კვლავ აქვს იმედი, რომ ამ ზამთარს გაგვტეხს და არაფერზე შეთანხმება არ სურს" - დასძინა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა. უკრაინული და ამერიკული დაზვერვა სულ უფრო მეტად მიიჩნევს, რომ რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება - სავარაუდოდ, მობილიზაციის ახალი ტალღითა და ზამთარში უკრაინის გატეხვის მორიგი მცდელობით.
გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით, აშშ-ის მცდელობამ სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმების გარდა თითქმის არაფერი მოიტანა - იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი კვლავ უარყოფს პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის მიღმა არსებულ მთავარ იდეებს.