უცხოეთი ციტატა

მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

7 სექტემბერი, 2026 - 20:20 · სტივ უიტკოფი მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებებზე

მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, მათ შორის, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის საკითხზე წინსვლის კუთხით | ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი წერს სოციალურ ქსელში.

"პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, შეერთებული შტატების წარმომადგენლები ეწვივნენ როგორც მოსკოვს, ასევე კიევს, რათა ხელი შეეწყოთ დამატებითი დიალოგისთვის რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ვიზიტის წინ, რუსული და უკრაინული მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის სამდღიან რეჟიმზე, რათა დისკუსია შემდგარიყო.

სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის დეპარტამენტის ოფიციალური პირები შეხვდნენ როგორც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, თითოეული მხარის წინადადებების მეორესთან განსახილველად.

კიევში დელეგაციებს ასევე შეუერთდნენ გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, რათა ერთობლივად ემუშავათ სამომავლო ნაბიჯებზე. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, მათ შორის, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის საკითხზე წინსვლის კუთხით. პრეზიდენტი ტრამპი დაუღალავად შრომობს, რათა შეაჩეროს სისხლისღვრა და მიაღწიოს ხანგრძლივ და მტკიცე მშვიდობას" | წერს უიტკოფი.