უცხოეთი

რუსეთმა კურსკის ოლქში ერთდროულად ორი Su-35S ტიპის გამანადგურებელი დაკარგა

7 სექტემბერი, 2026 - 22:15

რუსეთმა კურსკის ოლქში ერთდროულად ორი Su-35S ტიპის გამანადგურებელი დაკარგა - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსი პროპაგანდისტის, ილია ტუმანოვას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ პილოტი დაიღუპა.

"კურსკის ოლქში ორი Su-35S გამანადგურებელი შეეჯახა ერთმანეთს.მიზეზები დგინდება“ - დაწერა მან. 

უკრაინული მედია წერს, რომ Su-35S არის რუსული 4+ თაობის მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი. ის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ თანამედროვე რუსულ გამანადგურებლად ითვლება.