დიდ ბრიტანეთში ლა-მანშის სრუტის გადაკვეთით 7 სექტემბრის ღამით 625 მიგრანტი ჩავიდა
დიდ ბრიტანეთში ლა-მანშის სრუტის გადაკვეთით 7 სექტემბრის ღამით 625 მიგრანტი ჩავიდა - ინფორმაციას Sky News ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მიგრანტებმა სრუტე რვა ნავით გადაკვეთეს. მედიის ცნობით, ერთი ნავი ქალაქ პორტსმუთის მისადგომებთან მივიდა, სადაც ანტისაიმიგრაციო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად დაზიანდა პოლიციის მანქანები და დაშავდნენ პოლიციის ოფიცრები. მომხდართან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში გამოძიება დაიწყო.