პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად 20 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნება მზად
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად 20 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნება მზად - ამის შესახებ ინფორმაციას European Pravda წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მოსკოვში პუტინს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის წარმომადგენლებისგნა მიიღო მესიჯი, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს.