უცხოეთი

ზამთრისთვის ბრიტანეთი უკრაინას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის პაკეტს გადასცემს

8 სექტემბერი, 2026 - 12:28

ზამთრისთვის ბრიტანეთი უკრაინას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის პაკეტს გადასცემს - ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, პაკეტი სხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაფინანსებასთან ერთად, მოიცავს ამერიკული Patriot-ის ტიპის რაკეტებსაც. 

ამავე ინფორმაციით, იარაღი PURL მექანიზმის მეშვეობით იქნება მიწოდებული. Patriot-ის რაკეტები და სხვა საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა უკრაინას ზამთრის დადგომამდე მიეწოდება, რაც მას კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების რუსული თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარება.

"როგორც პრემიერმინისტრმა, ისე მეც, კიევში ჩვენი პირველი ვიზიტების დროს მკაფიოდ გავიაზრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა მთელი ამ ზამთრის განმავლობაში, რადგან პუტინი ემზადება ზამთრის იარაღად გამოსაყენებლად და აგრძელებს ბარბაროსულ თავდასხმებს სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, მოვაბილიზოთ მოკავშირეები და მეტად დაუჭიროთ მხარი უკრაინას" - განაცხადა თავდაცვის მდივანმა უეს სტრიტინგმა.