უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა
უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებსაც ბრალი ედებათ "ვენის კონვენციით... მიუღებელ საქმიანობაში“ - ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანიტა ორბანი ავრცელებს.
"ეს გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს იცავს... ეს არ ნიშნავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. უნგრეთს განზრახული აქვს, განაგრძოს აუცილებელი დიალოგი ურთიერთპატივისცემასა და წესების დაცვაზე დაყრდნობით“ - განაცხადა ანიტა ორბანმა.