უცხოეთი

რუსეთის სამარის ოლქში ტოლიატის ქიმიური ქარხანა იწვის

12 სექტემბერი, 2026 - 09:24

რუსეთის სამარის ოლქში ტოლიატის ქიმიური ქარხანა - КуйбышевАзот იწვის. ინფორმაცია ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება. ცნობილია, რომ აღნიშნული საწარმო აწარმოებს კაპროლაქტამს, პოლიამიდ-6-ს, ტექნიკურ ძაფს, საბურავის კორდს, ამონიუმის ნიტრატს, კარბამიდს, ამიაკსა და სხვა აზოტოვან სასუქებს. ქარხნის პროდუქცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში გამოიყენება