უცხოეთი ციტატა

რუსი ბარბაროსები თქვენს კართან დგანან, ძვირფასო პარტნიორებო | სიბიგა

13 სექტემბერი, 2026 - 12:32

"რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, იაჰოდინთან, არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო საზღვრების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების გაგრძელება. ეს არის პუტინის ტერორი, რომელიც პირდაპირ „აკაკუნებს“ ევროკავშირისა და ნატოს კარზე. რუსი ბარბაროსები თქვენს კართან დგანან, ძვირფასო პარტნიორებო. იმოქმედეთ ახლავე: მთელი სიმკაცრით აამოქმედეთ სანქციები პუტინის აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. აგრძნობინეთ მოსკოვს მისი ტერორის შედეგები. საჭიროა არა ნახევარზომები, არამედ უკომპრომისო და მძლავრი ნაბიჯები: სრული სავაჭრო ემბარგო, ქვეყანაში შესვლის სრული აკრძალვა და სრული სანქციები სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის ბარბაროსობას მოჰყვება გადამჭრელი ქმედებები, რომლებიც მისთვის ომის ფასს მიუღებელ დონემდე გაზრდის. ეს მისი შეჩერების ერთადერთი გზაა." - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსულმა დრონებმა უკრაინა-პოლონეთის საზღვართან,„იაჰოდინის“ გამშვები პუნქტის მიმდებარედ, ავტოგასამართი სადგური დაბომბეს.  აფეთქებისა და ძლიერი ხანძრის შედეგად, დაიწვა სატვირთო მანქანები.