უცხოეთი

უკრაინამ სოჭზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა | დრონებით შეტევა იყო კრასნოდარსა და როსტოვზე

14 სექტემბერი, 2026 - 10:18
14 სექტემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა სოჭზე მასშტაბური იერიში მიიტანეს | Telegram არხებზე გავრცელებული კადრების მიხედვით, უკრაინული მედია წერს, რომ სოჭის სხვადასხვა რაიონში ძლიერი აფეთქებები იყო, რასაც ხანძარიც მოჰყვა. Exilenova+-ისა და Supernova+-ის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული თავდასხმის სამიზნე შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ობიექტები გახდა. სოჭის მერმა, ანატოლი პახომოვმა დაადასტურა, რომ ქალაქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მუშაობდნენ. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას თავდასხმაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია და ზუსტი ზარალის ოდენობა უცნობია.
 
დრონებით შეტევა იყო კრასნოდარის მხარეზეც. მონიტორინგის არხებმა აფეთქებები დააფიქსირეს როსტოვში, სადაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მუშაობდა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დონეცკსა და ბერდიანსკში.