უცხოეთი

სარემონტო სამუშაოების მიზეზით, რუსეთი სომხეთს 10 დღით ბუნებრივი აირის მიწოდებას უწყვეტს

14 სექტემბერი, 2026 - 13:59

რუსეთი სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით უწყვეტს. კომპანია "გაზპრომ არმენია" აცხადებს, რომ მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

"რუსეთის ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენზე „ჩრდილოეთ კავკასია - ამიერკავკასია“ დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების კომპლექსის ჩატარების გამო, 15-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება აღნიშნული გაზსადენით დროებით შეწყდება“, — განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მითითებულ პერიოდში უწყვეტი გაზმომარაგება შიდა რეზერვებისა და ირანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების დამატებითი მოცულობების ხარჯზე განხორციელდება.