ვერ წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს | ლავროვი
ვერ წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე განაცხადა.
"თუ ვისაუბრებთ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის სწრაფვაზე ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაშინ შესაძლოა ისინი მოატყუონ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ხელისუფლება მოატყუებს მათ. ვერ წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს, რომელში გაწევრიანებასაც თურქეთი და მაგალითად, სერბეთი ათწლეულებია ელოდებიან“ - განაცხადა ლავროვმა.