უცხოეთი

რუსეთის ყოველკვირეული დანაკარგები მესამე კვირაა 10 000 სამხედროს აჭარბებს | ესტონეთის დაზვერვა

18 სექტემბერი, 2026 - 16:43

ესტონეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები, ზედიზედ მესამე კვირაა, კვირაში 10 ათასზე მეტ სამხედროს შეადგენს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე რუსეთის ფედერაცია ახალი ძალების მობილიზებას ასწრებს.

ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ანტს კივისელგმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთის ფედერაციის საშუალო დღიური დანაკარგი დაახლოებით 1 600 ადამიანს შეადგენს.

"ამგვარად, ტენდენცია ნარჩუნდება: რუსეთი ბრძოლის ველზე იმაზე მეტ სამხედროს კარგავს, ვიდრე რიგების შევსებას ასწრებს“, - დასძინა მან.

დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ პირველად გაასაჯაროვა მონაცემები დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით მიმდინარე კონტრშეტევის შესახებ, რომლის დროსაც დაახლოებით 85 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა და გაიწმინდა.