უცხოეთი

გერმანიაში, სამხედრო აეროდრომთან დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

18 სექტემბერი, 2026 - 19:20

გერმანიაში, სამხედრო აეროდრომთან დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს | ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს და წერს, რომ ზოგიერთი მონაცემით, ის ჰგავს დრონს, რომელიც აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობისას გამოიყენეს. ფედერალური პროკურატურა ამ ორ შემთხვევას შორის შესაძლო კავშირს იძიებს.

"ჩვენ გავარკვევთ, შეიძლება თუ არა აქ რაიმე კავშირი არსებობდეს“ | განაცხადა გერმანიის ფედერალური პროკურატურის პრესსპიკერმა ვუნსტორფსა და ლაიფციგში მომხდარ ინციდენტებზე საუბრისას.

მედიის ცნობით, ნამსხვრევები რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალს ვერ მიაგნეს. ამჟამად პოლიცია სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებს, რათა ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატის სხვა ნამსხვრევებიც აღმოაჩინოს.