პესკოვი: რუსეთი კვლავ ელოდება ზელენკის მოსკოვში პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის
მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების ჩასატარებლად ელოდებიან | ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა
"პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თუ ზელენსკის მოლაპარაკებები სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს. თუმცა, რაც შეეხება სამიტს, ის მხოლოდ გარკვეული შეთანხმებების საბოლოოდ დასაფიქსირებლად არის საჭირო, ხოლო თავად შეთანხმებები, რა თქმა უნდა, ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესში უნდა მომზადდეს" | განაცხადა პესკოვმა.