უცხოეთი

ლუქსემბურგის აეროპორტი უცნობი დრონების დაფიქსირების გამო დროებით დაიხურა

19 სექტემბერი, 2026 - 19:59
ლუქსემბურგის აეროპორტი უცნობი დრონების დაფიქსირების გამო დროებით დაიხურა | ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. ეროვნული ავიაკომპანია ლუქსეირის ინფორმაციით, აეროპორტის მუშაობის შეჩერების გამო, პრობლემა 1 800-ზე მეტ მგზავრს შეექმნა. მათივე ცნობით, ავიარეისები ბრიუსელის, პარიზისა და ფრანკფურტის აეროპორტებში გადამისამართდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ შეფერხებები შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს.
 
"ჩვენ ვითარებას ვაანალიზებთ. ეს ლუქსემბურგისთვის ახალი შემთხვევაა, თუმცა ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ეს ახალი არ არის. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“ | განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერმინისტრმა ლუკ ფრიდენმა