ესტონეთის საჰაერო სივრცეში უცნობი დრონები შევიდნენ
ესტონეთის საჰაერო სივრცეში უცნობი დრონები შევიდნენ - საპასუხოდ NATO-ს ავიაგამანადგურებლები ცაში აფრინდნენ - ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.
"ნატო-მ სწრაფად და ზუსტად ისე მოახდინა რეაგირება, როგორც დაგეგმილი იყო. ალიანსი ფხიზლადაა და მზადაა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია“ - წერს ცაჰკნა.