უცხოეთი

ზელენსკი ირლანდიაში CIA-ს ხელმძღვანელს შეხვდა | Reuters

22 სექტემბერი, 2026 - 09:16
Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელს, ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ერთ-ერთ წყაროს ცნობით, შეხვედრა შენონის აეროპორტში ორშაბათს გაიმართა. მეორე წყარო კი ამტკიცებს, რომ საუბარი მაშინ შედგა, როცა მათი თვითმფრინავები საწვავით იტვირთებოდა.
 
შეხვედრის დეტალებზე არცერთი მათგანი არ საუბრობს. ჯონ რეტკლიფი დაახლოებით 1 თვის წინ მოსკოვში იმყოფებოდა. მაშინ გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რეტკლიფის მიზანი რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება იყო.