უცხოეთი

კიევზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

1 სექტემბერი, 2026 - 09:22

უკრაინის დედაქალაქზე ღამის თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

რუსებმა ღამით უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.

7 ადამიანი დაიღუპა კიევის დარნიცის რკინიგზის სადგურის ლოკომოტივების დეპოზე განხორციელებული ბალისტიკური დარტყმის შედეგად. 6 მათგანი უკრაინის რკინიგზის თანამშრომელი იყო. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბორისპოლში დაზიანდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობა, საიდანაც 48 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.