ეკატერინბურგში კომპანია სკოლებისთვის ლეპტოპების მაგივრად დრონების სიმულატორების წარმოებას დაიწყებს
ეკატერინბურგში კომპანია სკოლებისთვის ლეპტოპების მაგივრად დრონების სიმულატორების წარმოებას დაიწყებს - რუსული მედიის ინფორმაციით, LIGA Group-მა უკვე შეაჩერა ლეპტოპებისა და პლანშეტების ქარხნის მშენებლობის პროექტი და ამის მაგივრად გააძლიერა დრონების სიმულატორების წარმოება, რომლების სკოლებში უფროსკლასელებისთვის შეიქმნება.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსეი ლეჟნინმა ლეპტოპებისა და პლანშეტების წარმოების პროექტის შეჩერება "არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობით" ახსნა. მისივე განმარტებით, კომპანია დრონების მართვის შემსწავლელი პროგრამული პროდუქტის განვითარებაში "ათობით მილიონ რუბლს" ჩადებს.