11 კვირაში უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 300 ნავთობტანკერს დაარტყეს
უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ცნობით, 11 კვირის განმავლობაში, ოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 300 ნავთობტანკერს დაარტყეს.
უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მისმა დანაყოფმა 11 კვირიან პერიოდში 134 ნავთობტანკერზე აზოვის, ხოლო 166 ტანკერზე შავ ზღვაში მიიტანა იერიშები.
ოპერაცია "მოლოჩკა" წელს, ივლისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ოპერაციის სახელწოდება უკრაინული ფრაზის - Москва ляже через Крим - აბრევიატურაა.