რუსეთში, იაკუტიაში ნერიუნგრის ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა
რუსეთში, იაკუტიაში ნერიუნგრის ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა | ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. ხანძრის შედეგად 90 კვ.მ ფართობზე დაზიანდა სატრანსფორმატორო ქვესადგური, გენერატორი და ტექნიკური აღჭურვილობა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ნერიუნგრის თბოელექტროსადგური მსხვილი ენერგეტიკული ობიექტია რუსეთში, კერძოდ იაკუტიაში, რომელიც რეგიონის ენერგომომარაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს არის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური. საწვავად იყენებს ადგილობრივ, ნერგიუნგრის საბადოზე მოპოვებულ ქვანახშირს. სადგური უზრუნველყოფს ელექტროენერგიით სამხრეთ იაკუტიის რეგიონს, მათ შორის მსხვილ სამთო-მოპოვებით საწარმოებსა და ქალაქ ნერგიუნგრის. ის წარმოადგენს აღმოსავლეთ ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის გაერთიანებული ენერგოსისტემის ერთ-ერთ საკვანძო ენერგოობიექტს.