რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვებით - ის მოლაპარაკებეის გზით დასრულდება | რუბიო
რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვებით - ის მოლაპარაკებეის გზით დასრულდება | ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკ რუბიომ განაცხადა.
"ბოლო სიახლე ის არის, რომ ამჟამად შეთანხმება არ გვაქვს, მაგრამ ამის გაკეთება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა. ეს ომი არცერთი მხარისთვის არ არის კარგი. ის აშკარად არ არის კარგი უკრაინისთვის და საშინელია რუსეთისთვის. ამ ომში მათი საქმე კარგად არ მიდის. პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ პოზიციონირებას ისე, რომ სადაც კი იქნება შესაძლებლობა, რომ ვითარება უკეთესობისკენ შევცვალოთ. ამ ორ მხარეს შორის არსებული უფსკრული ამოვავსოთ, პრეზიდენტი მზად არის ამის გასაკეთებლად და ჩვენ გავაგრძელებთ ამის მცდელობას. მაგრამ აშკარაა, რომ დღეს ამ ეტაპზე არ ვართ. იმედი მაქვს, ეს შეიცვლება და ვფიქრობ, საბოლოოდ ასეც იქნება. ეს ომი რაღაც მომენტში უნდა დასრულდეს და ომი უკრაინაში მოლაპარაკებების გზით დასრულდება. ის არ დასრულდება რომელიმე მხარის აბსოლუტური სამხედრო გამარჯვებით. ის მოლაპარაკებების გზით დასრულდება და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და ნაკლები ნგრევა იქნება" - განაცხადა რუბიომ.