პუტინი არჩევნების შემდეგ რუს ჯარისკაცებს მიმართავს: „ახლა კი მინდა მივმართო ჩვენს მებრძოლებსა და მეთაურებს ფრონტის წინა ხაზზე.
მინდა იცოდეთ, ამხანაგებო: ეს კენჭისყრა თქვენთვისაა. ხალხს სჯერა თქვენი, სჯერა ჩვენი გამარჯვების. სჯერა თქვენი სიმამაცის, თქვენი გმირობის, სამშობლოსადმი თქვენი ერთგულების.
და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა მიზანი, რომელიც ჩვენს წინაშე დავისახეთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, მიღწეული იქნება" - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში
რუსეთის დუმის არჩევნები 21 სექტემბერს დასრულდა. მთავრობის მტკიცებით, მასში მმართველმა პარტიამ "ერთიანმა რუსეთმა" გაიმარჯვა