უკრაინამ რუსეთში როსტოვის ოლქში ნავთობბაზა დაბომბა | ინფორმაციას რუსული გამოცემა Meduza ავრცელებს და წერს, რომ ოლქის ხელმძღვანელის, იური სლიუსარის თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული დრონები, სავარაუდოდ, ჩამოაგდეს ტაგანროგში, ასევე ოლქის კაგალნიცკისა და ნეკლინოვსკის რაიონებში. მისივე განცხადებით, კაგალნიცკის რაიონში „დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის“ შედეგად ნავთობბაზის ადმინისტრაციული შენობები დაზიანდა. გამოცემა წერს, რომ კრასნოდარის მხარეში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთ საწარმოში.